სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასპონსორო შეთანხმება დასრულდა.
ლეგენდარულმა გოლფერმა ტაიგერ ვუდსმა Nike-თან 27-წლიანი ურთიერთობა დაასრულა. სპორტული ბრენდი ვუდსთან 1996 წლიდან თანამშრომლობდა და პირველად 5-წლიანი 40 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს, რის შედეგადაც გოლფერი წელიწადში 8 მილიონ დოლარს იღებდა. მათი თანამშრომლობის პერიოდში ვუდსმა 15 მეიჯორ ტურნირი და 82 PGA ტური მოიგო, ხოლო შემოსავლის სახით ამერიკული კომპანიისგან 500 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ერთ-ერთი უდიდესი თანხაა სპორტის ისტორიაში.
ვუდსს სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ მომავალ თვეში ლოს-ანჯელესის Genesis ტურნირზე აპირებს ასპარეზობას.
ტაიგერ ვუდსს ამჟამად არცერთ ორგანიზაციასთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული, რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენია გოლფში.
ცნობისთვის, ფორბსის მიერ შედგენილ ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში ვუდსი 2002-იდან 2011 წლამდე ლიდერობას არ თმობდა, ამჟამად კი მისი ქონება 1,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.