ტაილანდის ხელისუფლებამ ტურიზმში შედეგების გაუმჯობესებისთვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ამ გეგმის ნაწილის ის, რომ მაგალითად ქვეყანა უვიზო რეჟიმს აწესებს ჩინეთთან და ყაზახეთთან. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები არიან ტაილანდის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რასაც მოწმობს პანდემიამდე არსებული შედეგები. ტაილანდის მთავრობას ტურიზმის აღდგენის კუთხით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მათი გათვლებით, 2024 წელს ქვეყანამ რეკორდულ 40 მილიონ ვიზიტორს უნდა უმასპინძლოს.