მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდი Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინის დოზების შერევას განიხილავს

60ec3df73b7d8
ნათია თაქთაქიშვილი
12.07.21 18:04
701
ტაილანდი დელტა შტამის წინააღმდეგ Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინის დოზების შერევას განიხილავს ანუ იმ პირებს, რომელთაც პირველ დოზად Sinovac-ის ვაქცინა აქვთ მიღებული, მეორე დოზად AstraZeneca-ს ვაქცინა გაუკეთდებათ. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტაილანდის ჯანდაცვის უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Sinovac-ით სრულად ვაქცინირებულ მედპერსონალში ინფიცირების მაჩვენებლები მაღალი აღმოჩნდა და ეს ძირითადად დელტა შტამს უკავშირდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Sinovac-ით სრულდ ვაქცინირებული მედდა გარდაიცვალა, ხოლო მეორე მედპერსონალი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

Forbes-ი წერს, რომ აპრილიდან ივლისამდე 618 მედპერსონალი ინფიცირება მოხდა ტაილანდში დელტა შტამით და ეს მაშინ, როდესაც Sinovac-ის ვაქცინით 77,000 მედპერსონალია სრულად ვაქცინირებული.

შეგახსენებთ, რომ ჩინურ ვაქცინა Sinovac-ს გააჩნია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა ვაქცინის ეფექტიანობა 51%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები