ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, საქართველო ერთ-ერთია იმ 93 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2024 წლის 15 ივლისიდან ტაილანდში უვიზოდ 60 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ტაილანდს უვიზო რეჟიმი 57 ქვეყანასთან ჰქონდა. ჩამონათვალის გაფართოება კი ქვეყანაში მეტი ტურისტის მოზიდვას ისახავს მიზნად.
აქამდე ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის Visa on Arrival რეჟიმი მოქმედებდა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევდა ვიზა საზღვარზე აეღოთ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით ყოფილიყვნენ ტაილანდში.
ცნობისთვის, ტაილანდის სამეფოს მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა.