ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა ახალ ლიდერად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ შინავატრას ქალიშვილი პაეტონგტარნ შინავატრა აირჩია. ის ოჯახის უკვე მესამე წევრია, რომელიც თანამდებობას დაიკავებს.
37 წლის პაეტონგტარნ შინავატრას 491 დეპუტატიდან 319-მა დაუჭირა მხარი, 145 წინააღმდეგი იყო.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან", - განაცხადა შინავატრამ პრესკონფერენციაზე, რომელიც მმართველი კოალიციის მიერ მისი პოსტზე წარდგენისას გაიმართა. ო
რი დღის წინ ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სრეტა ტავისინის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრეტა ტავისინმა „ეთიკის წესები“ დაარღვია, როდესაც მინისტრთა კაბინეტში წარსულში ნასამართლევი ადვოკატი დანიშნა.