მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაჯიკეთის ელჩმა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვა - სამინისტრო

3232

საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩმა სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე გამოთქვა ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

"დავით სონღულაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. საუბარი შეეხო კლიმატის ცვილების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხსაც.

როგორც შეხვედრაზე ილჰომ აბდურაჰმონმა განაცხადა, ტაჯიკეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვა.

ელჩმა მინისტრი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ტაჯიკეთში, ქ. დუშამბეში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები