ავღანეთის მმართველი თალიბანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ოფიციალურად გათიშა. ამასთან, საგრძნობლად შეზღუდა სატელეფონო კომუნიკაციები.
როგორც ოფიციალური ქაბული აცხადებს, გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის მასშტაბით “ამორალურობის” აღკვეთაა. თუმცა არ კონკრეტდება, რა იგულისხმება ამაში. Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად კავშირგაბმულობის ქსელებზე წვდომა, საშუალოდ, მთლიანი მოსახლეობის 7-8%-ს აქვს შენარჩუნებული. მათთვის კი, ვისაც ინტერნეტისა და სატელეფონო კომუნიკაციების შესაძლებლობა აქვთ დარჩენილი, ხელმისაწვდომი მხოლოდ 2G სერვისია.
ინტერნეტის გათიშვას გამო საქმიანობა შეაჩერეს ბანკებმა, საგანმანათლებლო ორგანოებმა და მედიამ. როგორც Reuters-მა გაარკვია, თალიბანის ხელისუფლება ინტერნეტთან წვდომის აღდგენის თარიღს არ ასახელებს და აცხადებს, რომ - “ეს ზომა იმდენ ხანს შენარჩუნდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”.
ცნობისთვის, ინტერნეტის გათიშვამდე ავღანეთის მასშტაბით მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფო შეზღუდვებისაგან თავის ასარიდებლად და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად VPN-სა და სატელიტურ კავშირს იყენებდა. ამჟამად, ეს სერვისი სრულად შეზღუდულია.




























