მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ გაბუნიასთვის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოულოდნელი იყო

61b318306e592
ინგა მურუსიძე
10.12.21 13:15
436
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვება მისთვის მოულოდნელი იყო.

კითხვაზე - გახდა თუ არა ამ გადწყვეტილების მიზეზი პრემიერთან მინისტრის უთანხმოება, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ეს ასე არ არის და დაპირისპირება არ ყოფილა.

რაც შეეხება „მწვანე პასპორტის“ საკითხს, გაბუნია შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მისი კომპეტენცია არ არის ისაუბროს, თუ რატომ მიიღო მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება.

„მიზეზებთან დაკავშირებით მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც ის ფიქრობს აქტივობის
გაგრძელებას“, - ამბობს გაბუნია.

რაც შეეხება საკითხს, თავად დარჩება თუ არა სამინისტროში, თამარ გაბუნია ასე განმარტავს: „როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი განცხადება, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.

თუმცა მისი განმარტებით, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს.

„ამასთან, გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ეკა ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მან მოახერხოს როგორც სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმების განვრცობა, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმებისა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა“, - თქვა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები