მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ იოსელიანი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა

646b8e3714fde
თელარა გელანტია
22.05.23 19:40
9518
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ინფორმაცია bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.
.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მიმდინარე წლის 17 აპრილს არის რეგისტრირებული.
როგორც მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, ახალი სახელმწიფო შპს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო სულ 3-წევრიანია. თამარ იოსელიანის გარდა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, საბჭოს წევრებს შორისაა ირაკლი კაჭარავა და ნინო ფაცაცია.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორია ზურაბ სიჭინავა.

რეესტრის თანახმადვე, „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ განთავსებული კაპიტალი 3 მლნ ლარია. სახელმწიფო შპს-ს 100%-იანი წილის მესაკუთრეა ასევე სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“.

თავის მხრივ, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” 100 % წილის მფლობელია სახელმწიფო. კომპანია ფლობს და განკარგავს უძრავი ქონების აქტივებს.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ ინვესტორებისთვის ანაკლიის პორტზე წინადადებების მიღება ერთი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის ვადა 19 მაისამდე ჰქონდათ; ახლა ეს ვადა 19 ივნისამდე გადავადდა. ასევე, 17 ივლისის ნაცვლად 28 ივლისამდე გადავადდა წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები