მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან რკინიგზის მოდერნიზებაზე ისაუბრა

12

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებაზე, მათ შორის, სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლებაზე ისაუბრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მეტი განვითარებისთვის ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა თურქეთს ელჩს მიაწოდა ინფორმაცია მსხვილი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც გაზრდის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბებას. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები