მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრომ იაპონიის ციფრულ სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

თამარ იოსელიანი იაპონია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ეკონომიკის უწყება იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ მოაწერეს ხელი.

“ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც იაპონიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით,” - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც ეკონომიკის უწყება წერს, მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო იმუშავებენ. აღინიშნა, რომ საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ციფრული მმართველობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული საჯარო სერვისების შემდგომი განვითარება წარმოადგენს. ამ მხრივ კი ისეთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა იაპონია, ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები