აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლთან შეხვედრა გამართა, რომელიც ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრია.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე, განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები.




























