თამარაშვილი, თამარ მეფე და დიდი დიღომი - მონაკვეთები სადაც ე.წ bus lane-ები მოეწყობა
BM.GE
25.05.22 14:29
• 468
4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსის 5 და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ, მიზეზი გარკვეულ მიმართულებებზე მოცდის დროის შემცირებაა. პარალელურად დილიდან დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიმჩნევა. ქუჩებში საცობების და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო მასალა გავრცელდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქალაქში გადაადგილება გართულებულია. სულ ცოტა ხნის წინ განმარტებები ქალაქში გადატვირთულ მოძრაობასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში გაკეთდა.