მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამაზაშვილი სანქციებზე: ჩვენი პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს - ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს

სულხან თამაზაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ დაწესებული სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს და სჯერა, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს - ამის შესახებ თამაზაშვილმა "ბათუმელებთან" განაცხადა.

„ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ვინც პარტნიორები შეცდომაში შეიყვანა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დროებით, ვიმეორებ დროებით, შეცდომაში შეიყვანეს. ამას გაუგებრობას დავარქმევ, იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.

მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრთან და სპეცრაზმის ხელმძღვანელებთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები