მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს აქციზის შემოსავლები რეკორდული ტემპით გაიზარდა და 600 მილიონ ლარს მიაღწია

თამბაქო

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 46%-ით გაიზარდა და 606 მილიონ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 191 მილიონი ლარით მეტია.

თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს.

არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის პირველ ნახევარში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 313 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 274 მილიონი ლარი.

შესაბამისად, თუკი კონკრეტული პროდუქტის სარეალიზაციო ფასი 8 ლარია, მასში 4.1 ლარი ფიქსირებულ და ადვალურ აქციზზე მოდის (1.70+2.40 ლარი), შესაბამისად აქციზის წონა საბოლოო ფასის 51%-ია. ამას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (სარეალიზაციო ფასის 18%), რომელიც 1.44 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ სამი გადასახადის - აქციზის და დღგ-ს ჯამი 5.54 ლარია (საბოლოო ფასის 69%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები