მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თამთაკი” ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს - ინვესტიცია ₾120 000

თამთაკი

ქართული კერძების ე.წ. სთრით ფუდ კომპანია “თამთაკი” წელს ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე გეგიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი ფილიალის ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის, თუმცა ის არსებულ ფილიალთან შედარებით დიდი იქნება.

„ახალი ფილიალის სრულად მოსაწყობად დაახლოებით 120 000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რომელსაც სავარაუდოდ საბანკო სესხის დახმარებით შევაგროვებთ.

ჩვენი პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებში, თუმცა, ის ადგილობრივმა მომხმარებელმაც ძალიან შეიყვარა.

წელს, ასევე ასორტიმენტის გაფართოებას ვაპირებთ და ახალი „თამთაკები“ ჩვენს ახალი ფილიალშიც იქნება წარმოდგენილი,“ - აცხადებს გეგია.

მისივე ცნობით, კომპანიაში ჯამში 10-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კადრების პრობლემაა, სხვადასხვა პლატფორმებისა და შიდა კონტაქტების საშუალებით ახალი კადრების მოძიებას გეგმავენ.

ინფორმაციისთვის, თამთაკიქართული სთრით ფუდის კომპანიაა, რომელიც საავტორო კერძებს უშვებს. კომპანია, როგორც ხორცის პროდუქტებს, ასევე ვეგეტარიანულ საკვებს აწვდის ბაზარს. “თამთაკისკერძების ფასები 9-დან 20 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ამ ეტაპზე კომპანია თბილისში, ვერაზე ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი და ასევე, მიტანის სერვისიც ხელმისაწვდომია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები