განახლება: კულტურის სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ გამცემლიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვეში თეიმურაზ გამცემლიძე კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ ბრძანებაში წერია.
სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ კიდევ იძებნება გამცემლიძის ბიოგრაფია და წერია, რომ თეიმურაზ გამცემლიძეს აქვს 30 წლიანი გამოცდილება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.
2014 წლიდან მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, მათ შორის კომპანიის დირექტორად;
განათლება და გადამზადება:
- 1993-1997 – ილია ჭავჭავაძის პედაგოგიური ინსტიტუტი, გერმანული ენის სპეციალისტი და პედაგოგი.
- 2016-2017 – გადამზადება საფრანგეთში, ფრანგულ კომპანიაში „La Compagnie des Alpes“
ამჟამად თინათინ რუხაძეს ორი მოადგილე, გიორგი მირცხულავა და მაკა გურგენიძე ჰყავს.




























