მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თანამგზავრი მადრიდში“ - როგორ გადააქცია ქართველმა ჟურნალისტმა ესპანეთში ემიგრაცია ტურისტულ ბიზნესად

უცხო ქვეყანაში ემიგრაციაში წასვლა და იქ საკუთარი ბიზნესის ნულიდან აშენება უდიდეს ძალისხმევასა და გამბედაობას მოითხოვს. სპორტული ჟურნალისტი და პროდიუსერი, თაკო აბესაძე, რამდენიმე წლის წინ ესპანეთში გაემგზავრა. დღეს ის წარმატებული ტურისტული კომპანიის, „თანამგზავრი მადრიდშის“ დამფუძნებელია. თაკო მოგზაურებს სთავაზობს სრულყოფილ სერვისს - შოპინგ, გასტრონომიულ, სპორტულ თუ საექსკურსიო ტურებს. თუმცა, ბიზნესი მხოლოდ ესპანეთით აღარ შემოიფარგლება. კომპანია იწყებს გაფართოებას და გადაიქცევა „თანამგზავრი ევროპად“. გარდა ამისა, სერვისებს ემატება ქორწილებისა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება ესპანეთში და, რაც ყველაზე საინტერესოა, საპირისპირო ტურები - ესპანელების ჩამოყვანა საქართველოში. როგორ იქცა მედიის პროფესიონალი წარმატებულ ანტრეპრენერად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ევროპულ ბაზარზე მასშტაბირება?

სტუმარი: თაკო აბესაძე - “თანამგზავრი მადრიდში” დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები