მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომელზე ზრუნვის ახალი ერა: თიბისი დაზღვევა თამაშის წესებს ცვლის

649e785a4e1e6
BM.GE
30.06.23 10:36
2253
თეა მახარაძე — ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი

რიტორიკული შეკითხვით რომ დავიწყოთ — რა მოგვიტანა ბოლო წელმა?

რეაბილიტაცია – ასე შეიძლება დავახასიათოთ 2022 წელი, როდესაც თავს უფლება მივეცით, ცოტა უფრო თამამები ვყოფილიყავით ყველა გაგებით: ფიზიკურად – როდესაც თანამშრომლებმა ოფისში სიარული დაიწყეს, სხვადასხვა აქტივობით, რომელთაც უკვე არა ვირტუალურ, არამედ რეალურ სივრცეში ვგეგმავდით. თან თავიდან ვეცნობოდით ერთმანეთს, რადგან კოვიდ-19-ის პერიოდში იმდენად გაუფერულდა ურთიერთობები, რომ საკუთარ თავსაც თითქოს თავიდან ვიცნობდით, არათუ ერთმანეთს. ბევრი ახალი თანამშრომელიც გვყავდა, გუნდში ონლაინ ონბორდინგით შემოერთებული – ფიზიკურ გარემოში რომ არასდროს შევხვედრილვართ… ამ ყველაფერს კი შეკვრა სჭირდებოდა, ურთიერთობებს – განმტკიცება, კომუნიკაციას – გაძლიერება და ჩვენ, ადამიანების მენეჯმენტის გუნდი, იგივე ფიფლ თიმი, როგორც თავს ვუწოდებთ და იგივე ეიჩარები, როგორც ხშირად მოგვიხსენიებენ – ჩავერთეთ ამ საინტერესო პროცესების მართვაში.

პირველი, რაც გავაკეთეთ, თანამშრომლების „რუბრიკები“ იყო, უამრავი ინტერვიუ, პროფესიულიც, ჰობიზეც – პოსტები და ვიდეოები, სადაც ახალ თანამშრომლებსაც ვიცნობდით, ინტეგრაციასაც ვახდენდით და გუნდის არსებულ წევრებზეც ბევრ საინტერესო სიახლეს ვიგებდით.

ცოტა სიხალისეც შემოვიტანეთ და საერთაშორისო დღეები აღვნიშნეთ: კომპლიმენტების დღეს ერთმანეთს უხვად ვავსებდით დადებითი ემოციებით, ოფისში ბავშვების მოყვანის დღეს დიდი ჟრიამული მოვაწყვეთ, IT-განყოფილების თანამშრომლების დღეს – სიურპრიზად გავახარეთ ამ დეპარტამენტის თანამშრომლები…

თან პროფესიული განვითარებაც განვაგრძეთ და სამუშაოს გამარტივების მიზნით ინოვაციური იდეების პროექტები დავნერგეთ და საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთეთ.

ბევრ სახალისო და პროფესიულ აქტივობასთან ერთად, სხვადასხვა პროცესზე დაკვირვებასაც ვაწარმოებდით და სწორედ ამ დაკვირვების ეტაპზე მივედით ისეთ მნიშვნელოვან რგოლთან, როგორიცაა სატელეფონო ცენტრი და იქ მომუშავე სატელეფონო ცენტრის ოპერატორები, რომლებიც სინამ­დვილეში ბევრად მნიშვნელოვან და საკვანძო საქმეს აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ ზარებზე პასუხია. სწორედ ამ განყოფილების თანამშრომლები წარმოაჩენენ ჩვენი კომპანიის სახეს და იმიჯს, ადამიანების ცხოვრების გამარტივებასაც – რაც თიბისის ბრენდის მისიაა, პირველები სწორედ ისინი ასრულებენ. ამიტომ დავიწყეთ სატელეფონო ცენტრის რებრენდინგი და თანმხლები ცვლილებები, რასაც მოჰყვა სატელეფონო ცენტრის ოპერატორების გარდაქმნა ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერებად და განვითარების ის გრძელი და საინტერესო გზა, რომლის გავლის დროსაც ჩვენი თანამშრომლები უკეთეს პროფესიონალებად ყალიბდებიან!

ამ სიახლეების დანერგვის პროცესში ისეთი გეზი ავიღეთ, რომ 2023 წელი კიდევ უფრო მასშტაბური ამბით დავიწყეთ და ახალი სოციალური ბენეფიტი დავნერგეთ – მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევის თანამშრომლებისთვის!

ახლა კი უფრო დაწვრილებით: პანდემიის შემდგომ პერიოდში საგრძნობლად მომატებული სტრესი ყველაფერში იგრძნობოდა, ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, მეტად დაუთმონ დრო საკუთარ თავს, მეტი დაისვენონ, მეტად კონცენტრირდნენ ცხოვრების დადებით ასპექტებზე, თუმცა ეს არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა.

სწორედ ამ საკითხებზე ფიქრმა მიგვიყვანა მენტალური ჯანმრთელობისა და შვებულებების სხვაგვარად გამოყენების იდეამდე და დავიწყეთ მოკვლევა, არსებობდა თუ არა მსოფლიოში რაიმე პრაქტიკა ამ მიმართულებით. ეს იდეა იმდენად მოგვეწონა და იმდენად გულით გვჯეროდა, რომ ძალიან კარგ ბენეფიტს ვჩუქნიდით ჩვენს თანამშრომლებს, რომ მალევე დავხვეწეთ ყველა დეტალი და უკვე ხმამაღლა ვთქვით: დიახ, თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს შეუძლიათ წლის განმავლობაში ისარგებლონ ხუთდღიანი მენტალური შვებულებით, იმ 24 საშვებულებო დღესთან და კვარტალურ დეი-ოფებთან ერთად, რომლებიც ისედაც განსაზღვრულია წლის განმავლობაში!

ჩვენ გვჯერა, რომ მენტალური შვებულების გამოყენებით თანამშრომლები მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ ცხოვრებას და მენტალურ ჯანმრთელობას, ექნებათ მეტი თავისუფლება, რომ შვებულება არა მხოლოდ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გამო გამოიყენონ, არამედ პირველ რიგში საკუთარ მე-ს მოუსმინონ და მეტი სიმშვიდე, განტვირთვა და სილაღე შეიტანონ ცხოვრებაში. ამ ახალ და საინტერესო გზაზე კი ჩვენი გუნდი დავეხმარებით იდეებისა და რჩევების მიწოდებით.

დაბოლოს, წინ კიდევ მთელი წელია და ბევრი გამოწვევაც, თუმცა როდესაც ისეთ გუნდთან ერთად მუშაობ, რომელიც ვარსკვლავებს ეთამაშება – სანერვიულო არაფერია!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები