მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანამშრომლებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - "ვისოლ ჯგუფი“

გაფიცვა დანკინი

"იფიცება საქართველო" - გამაფრთხილებელ აქციას, რომელიც 15:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება, "ვისოლ ჯგუფის" თანამშრომლებიც შეურთდნენ, მიუხედავად იმისა, რომ "ვისოლ-ჯგუფი" არაა იმ კომპანიების რიცხვში, რომელიც გაფიცვა-პროტესტს უერთდება.

კომპანიაში, ჯერჯერობით, არ ფლობენ ინფორმაციას, ჯგუფში შემავალი სულ რამდენი ობიექტი შეუერთდა გაფიცვას, მაგრამ ამბობენ, რომ თანამშრომლებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

"ვისოლ ჯგუფის"კომენტარს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ვისოლ ჯგუფში“ არასოდეს, არანაირი ფორმით არ შეზღუდულა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, დღესაც თანამშრომლებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

ჩვენი ინფორმაციით, ჯგუფში შემავალი კომპანიების ობიექტების ნაწილში თანამშრომლები შეუერთდნენ პროტესტს, ნაწილი კი განაგრძობს მომხმარებლების მომსახურებას, მით უფრო ჩვენს კომპანიებს შორის არის საწვავის კომპანია, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, არ შეზღუდოს ადამიანების ავტომობილებით გადაადგილება", - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ PR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები