ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ვებიზთან გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში გადამზადების პროგრამის მიმდინარეობისას, შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კი იმუშავებენ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებზე საქართველოდან ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.Webiz-ის საქართველოს წარმომადგენლობაში დეველოპერთა 80 კაციანი გუნდი ელექტრონული გადახდის სისტემების, ელექტრონული კომერციის, უძრავი ქონების მართვის სისტემების, ონლაინ სწავლების პლატფორმების და სხვა გადაწყვეტილებების მიმართულებით მუშაობს.