მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თანამშრომლობის შესაძლებლობას ბევრ სფეროში ვხედავთ” - საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი

მინისტრი

დღეს თბილისში გამართულ საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე, საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საუდის არაბეთისთვის დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

“დღეს ალბათ ოცი ან ოცზე ნაკლები სახელმწიფოა, რომლებთანაც საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭო თანამშრომლობს. მათი ძირითადი ნაწილი უდიდესი ეკონომიკების მქონე, დიდი ოცეულის ქვეყნებია. საქართველო კი ჩვენთვის მათ უტოლდება მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს საბჭო არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას გააფართოებს, ორი ქვეყნის კერძო სექტორი კი ერთად მუშაობას შეძლებს”, - განაცხადა საუდის არაბეთის წარმომადგენელმა.

ხალიდ ალ-ფალიჰმა საქართველოში საუდელებისთვის მიმზიდველ სფეროებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობა ბევრ სექტორში არსებობს.

“თანამშრომლობის შესაძლებლობას ბევრ სფეროში ვხედავთ, იქნება ეს ლოგისტიკა, აგრონომია, ტურიზმი თუ კულტურის გაცვლა. რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროს, გვინდა, რომ ევროპა და აზია ერთმანეთს დავუკავშიროთ. ჩვენ შემთხვევაში, გვინდა ამ კავშირში აფრიკაც ჩავრთოთ, საქართველოს კი ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პოზიცია აქვს.

რაც შეეხება ტურიზმსა და კულტურას, მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, ადამიანური ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა. საუდის არაბეთიდან საქართველოში ბევრი ადამიანი ჩამოდის და ჩვენი ავიახაზებიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს ამატებენ. გვახარებს თქვენი წარმატება განახლებადი, მწვანე ენერგიის მიმართულებითაც. ბევრი კომპანია გვყავს, რომლებიც ამ სწორედ ამ სფეროებში ინვესტირებით არიან დაინტერესებული”, - აცხადებს ხალიდ ალ-ფალიჰი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები