მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანსაცმლის ქართული ბრენდი აშშ–ის ბაზარზე აქტიურდება – "წინა კოლექციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა"

6067f28929703
მარიამ იზორია
05.04.21 10:10
958
საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ჟირაფი" შემოდგომა-ზამთრის კოლექციას აშშ-ში ისევ გაყიდის. როგორც ბრენდის დამფუძნებელი bm.ge-სთან აცხადებს, 2020 წლის კოლექციებმა აშშ–ში დიდი მოწონება დაიმსახურა და რადგან ბრენდზე მოთხოვნაა, მისი ექსპორტი აშშ-ში ისევ გაგრძელდება.

რუსო გვაზავას თქმით, აქტიურ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებენ.

„ვცდილობთ, საექსპორტო შესაძლებლობები მაქსიმალურად ავითვისოთ, პანდემიის პირობებში ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ“, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

„ჟირაფმა“ პირველი საექსპორტო პროდუქტი 2020 წლის გაზაფხულზე მოამზადა, პანდემიამ საექსპორტო შეკვეთების პროცესი შეაფერხა, თუმცა ბრენდმა ქართულ ბაზარზე უკეთ ადაპტირება და გაყიდვების გაზრდა შეძლო.

როგორც ჟირაფის დამფუძნებელი აღნიშნავს, მათთვის მთავარია „ჟირაფი“ ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„ვცდილობთ არსებული ფინანსური სიტუაცია პროდუქციის ფასზე არ აისახოს, მომხმარებელს უფასო საკურიერო მომსახურებას ვთავაზობთ, რაც ზრდის ხელმისაწვდომობას, როგორც თბილისში, ასევე ქალაგარეთ მცხოვრებთათვის“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბრენდის პროდუქციის ასაკობრივი კატეგორია 9-და 12 წლამდე გაიზრდება და „ჟირაფის“ ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი ჩაეშვება.

ცნობისთვის: „ჟირაფი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპირირებს, დამფუძნებლებმა მასში ინვესტიცია განახორციელეს, მოგვიანებით კი „აწარმოე საქართველოსგან“ და „ქართული ბიზნესი – ახლოს ევროპასთან“ ფარგლებში ფინანსური დახმარება მიიღეს, "ჟირაფის" პროდუქცია ონლაინ და საბურთალოს "სითი მოლში" იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები