მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხის განაღდება ბანკომატების გარდა, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც ხდება შესაძლებელი

5e7b1a2a0f3f8
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.20 14:05
4400
ბარათიდან თანხის განაღდება საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც ხდება შესაძლებელი - ამ ცვლილების შესაბამის იურიდიულ საფუძველს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ 24 მარტს ხელმოწერილი ბრძანება ქმნის.

BMG-ის კითხვაზე, თუ რას ისახავს მიზნად ეს ცვლილება, საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ თანხის განაღდების პუნქტების რაოდენობის ზრდა მომხმარებელთათვის უფრო კომფორტულ გარემოს შექმნის და მათ ყოველ ჯერზე ბანკომატების ძებნა არ დასჭირდებათ.

“აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტს უფლება აქვს მომხმარებელს ბარათით გადახდასთან ერთად ასევე შესთავაზოს ნაღდი თანხის გატანაც. ამ მომსახურებისთვის მას არ დასჭირდება ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია.

კომერციული ბანკებისა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ ამ პროდუქტის დანერგვით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, გაიზრდება თანხის განაღდების ადგილების/წერტილების რაოდენობა, რაც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის. მომხმარებელს არ დასჭირდება ბანკომატის ძებნა შედარებით დიდი ოდენობის თანხის გამოსატანად, რადგან ყოველ ნაბიჯზე შესაძლებელი იქნება მიმდინარე საჭიროების შესაბამისი ოდენობის თანხის გამოტანა,”- განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება უკვე ძალაში არის შესული, შესაბამისად ახლა თავად სავაჭრო და მომსახურების ობიექტების გადასაწყვეტია როდის დანერგავენ ამ სერვისს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ბანკომატებით, გასული თვის განმავლობაში 1.6 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს-ტერმინალებით კი 780 მილიონი ლარის მოცულობის გადახდები განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები