მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაქსების რეგულირება შესაძლოა რუსთავშიც ამოქმედდეს

BM.GE
26.02.19 09:45
881
თბილისის შემდეგ ტაქსების რეგულირება შესაძლოა რუსთავშიც ამოქმედდეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, გუშინ დილიდან მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთავარ მოედანზე თეთრი ფერის ტაქსები არის მობილიზებული და მიმდინარეობს სარეკლამო რგოლის გადაღება. "ინფო რუსთავი" აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და რეგულაციების შესაძლო დაწესების თაობაზე კითხვით მერიის შესაბამის სამსახურს მიმართა. თვითმმართველობაში განაცხადეს რომ - "ტაქსის კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა და ამ დროისთვის რუსთავის მერიაში მსგავსი საკითხი არ განხილულა". რაც შეეხება სარეკლამო რგოლს, გაირკვა რომ, ვიდეოს რუსული კომპანია იღებს და მის შინაარს რუსთაველებისთვის ახალი სერვისის შეთავაზებასთან კავშირი არ აქვს.

https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8981.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები