ტაქსის მძღოლებს, აგრარული ბაზრობების თანამშრომლებს და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს ტესტირებები ჩაუტარდებათ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ფართოვდება როგორც - ანტიგენზე დამყარებული, ისე PCR-ის მეთოდით ტესტის ჩატარება.
„იგეგმება ტესტირებების გაფართოება და მასში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები; ვინაიდან ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ
ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან. ასევე, გადაწყვეტილია, რომ ტესტირებაში ჩაერთვებიან სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, რადგან ახლა რელიგიური რიტუალების პერიოდია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენიმე ღია სასურსათო ბაზრობაზეც ჩატარდება ტესტირება.
ე.წ. გაფართოებული ტესტირება VS შეზღუდვები, იქნება ერთ-ერთი მიმართულება შემდგომში, თანდათანობით, ეკონომიკის გახსნის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.