მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაქსის მძღოლებისთვის კანონი იცვლება - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცეს

6317ae733160e
ალა ისპირიანი
07.09.22 00:29
1877
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული კანონით, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

კანონპროექტი ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები