მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარიფები, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, პროცესების გაციფრულება- რატომ ვერ ითვისებს საქართველო შუა დერეფნის პოტენციალს?

შუა დერეფანი

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით თბილისმა შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე ჩართულმა მხარეებმა ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, შუა დერეფანი, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ გზად იქცა ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთებისათვის, შესაბამისად გაიზარდა ინტერესი საქართველოს, როგორც ამ პროცესებში მონაწილე ქვეყნის მიმართ. იზრდება ტვირთბრუნვა, თუმცა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, პოტენციალის ათვისება არსებული გამოწვევების ფონზე სრულად ვერ ხერხდება.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, არსებული გამოწვევების ფონზე აუცილებელია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის სწორი კოორდინაცია მოხდეს, რომლის საფუძველზეც მისი თქმით, შესაძლებელია 2 წლიან პერიოდში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

“გამოწვევები პირდაპირ გეტყვით არის იმიტომ რომ შუა კორიდორის მონაწილე არის 7 ქვეყანა. გამოწვევა არის ტარიფები, საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე მთელი ამ პროცესის გაციფრულება. ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს, გამოწვევები არის, მაგრამ თუ იქნება კოორდინაცია შუა კორიდორის ქვეყნებს შორის ჩათვალეთ, რომ 2 წელიწადში შეიძლება ეს ყველაფერი დალაგდეს, დარეგულირდეს და მეტ-ნაკლები წარმატებით სქემაში და ჩარჩოში ჩადგეს.”-ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები