მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარიფების ფონზე, მარტში ჩინეთის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა

სი ძინპინი / ტრამპი

გასულ თვეში ჩინეთიდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულება პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ექსპერტები წელს ექსპორტის მხოლოდ 4.4%-ით ზრდას პროგნოზირებდნენ, მაგრამ ეს შეფასება, ცხადია, არ ითვალისწინებდა იმ ქაოსს, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფის დაწესებას მოჰყვა.

საპირწონედ, ახალ სატარიფო პოლიტიკას მომზადებულები დახვდნენ კომპანიები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქონელი მანამ შეიტანეს, სანამ ის ხელოვნურად გაძვირდებოდა.

ექსპორტის სტატისტიკა, რომელიც მარტში დაფიქსირდა, გარკვეულწილად, სრულ წინააღმდეგობაშია იმ ტენდენციასთან, რომელიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტი წლიურად მხოლოდ 2.3%-ით იყო გაზრდილი, რაც ყველაზე დაბალი ზრდაა, რომელიც 2024 წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირდა. თუკი ექსპორტი მცირედ ზრდას მაინც აჩვენებს, იმპორტი საკმაოდ მკვეთრადაა შემცირებული, როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში. ესეც, დიდწილად, ტარიფებთანაა დაკავშირებული.

მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ უდიდეს ეკონომიკებზე, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ჩინეთზე აისახება, სი ძინპინის მთავრობისთვის ვითარებას მკვეთრად ძაბავს. ჩინეთის პრეზიდენტს სურს, 2025 წელს ჩინეთში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, გაკოტრების პირას მყოფი უძრავი ქონების დეველოპერების დაფინანსებით დაწყებული, ჩინურ საფონდო ბირჟაში მილიარდობით დოლარის ჩასხმით დამთავრებული და ყველაფერი ეს, გარკვეულწილად, მუშაობდა, მაგრამ ახლა, საქმე ტარიფებთან გვაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები