აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ტარიფების დაწესების გამო, სავალუტო ბირჟაზე რყევებია, კერძოდ, მექსიკურ პესოსთან, კანადურ დოლართან და ჩინურ იუანთან მიმართებით გაუფასურების ტენდენციები ფიქსირდება.
ყველაზე უარესი შედეგი მექსიკის ეროვნულ ვალუტას აქვს, რომელიც წინა წელთან შედარებით 23%-ით არის გაუფასურებული და 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ამჟამად 21 პესოს აღწევს.
არასახარბიელო შედეგი აქვს კანადის ეროვნულ ვალუტასაც, რომელსაც 6%-იანი გაუფასურება აქვს და 1 ამერიკული დოლარის კურსი 1.4 კანადურ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ჩინეთს, ამ შემთხვევაში, გაუფასურების მაჩვენებელი 1%-იანია, და კურსი დოლართან მიმართებით 7.3 იუანის ფარგლებშია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთში მცურავი სავალუტო სისტემა არ მოქმედებს, ანუ იუანის კურსი მთავრობის მიერ ხელოვნურადაა დასტაბილურებული.