პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სატარიფო რეჟიმის გამო, გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა, Volkswagen Group-მა 1.5 მილიარდი დოლარი დაკარგა.
როგორც კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, წლის პირველი ნახევარი VW Group-ისთვის უკიდურესად რთულად დაიწყო, რაც აშშ-ში ავტომობილების გაყიდვის 16%-იან კლებას უკავშირდება.
ამ პერიოდში შემცირდა როგორც Volkswagen-ის, ასევე Porsche-ს, Audi-ის და სხვა შვილობილი ბრენდების გაყიდვები.
კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, სატარიფო რეჟიმი აზიანებს როგორც ევროპულ ბაზარს, ასევე თავად ამერიკას, სადაც ავტომობილების ფასები იზრდება.




























