პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მოლოდინში, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სპილენძი 11%-ითაა გაძვირებული, ხოლო მიმდინარე წელს ფასის ზრდის მაჩვენებელი 37%-ს აღწევს და ტონაზე 12,100 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალი წლიდან აშშ-ის მთავრობა სპილენძის იმპორტზე დამატებით ტარიფს აამოქმედებს, რაც ქვეყანაში მეტალის შეძენას გააძვირებს, ამიტომ კომპანიები მას წინასწარ ყიდულობენ და მარაგებს ავსებენ.




























