მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტარიფების ომი - გავლენა საქართველოზე

მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ მსოფლიოსთან ომი, სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის. იაპონია აქ მოდის. ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან. გუშინ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური საპასუხო მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, მათ შორის, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული 104%-იანი ტარიფები. რა გავლენა ექნება მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებზე ტრამპს მიერ წამოწყებულ ტარიფების ომს?

სტუმარი: რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები