მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თაშრეს“ გენდირექტორი რესტორნების გახსნაზე: „სასიხარულო გადაწყვეტილებაა, თუმცა, დიდი მოლოდინი არ მაქვს“

6022ad2a688f4
ნუცა ბაზლიძე
14.02.21 15:00
2012
„ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულო გადაწყვეტილებაა, თუმცა დიდი მოლოდინი არ მაქვს“ - ამის შესახებ „თაშრეს“ გენერალურმა დირექტორმა მაკა ცაბუტაშვილმა რესტორნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა. 

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნების ღია სივრცეები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუმცა, მათი მუშაობა შაბათ-კვირას კვლავ შეზღუდული იქნება. 

მაკა ცაბუტაშვილი აღნიშნავს, რომ მისი დამოკიდებულება უკავშირდება ზამთარში ღია სივრცეებში ყოფნის დისკომფორტს. მისი განმარტებით, ამ კუთხით საგულისხმოა, შაბათ-კვირას შეზღუდვების შენარჩუნების საკითხიც. 

„გვერჩივნა, შაბათ-კვირას ყოფილიყო ღია და არა კვირის სხვა დღეებში. თანაც, თებერვალია, ცივა, შესაბამისად, მოლოდინიც ნაკლებია, თუმცა ადამიანები მონატრებული არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული სტუმრიანობა იყოს“, - განმარტავს ის. 

მაკა ცაბუტაშვილის განმარტებით, „თაშრეს“ ღია სივრცეებში წარმოდგენილი იქნება გათბობის საშუალებებიც, თუმცა მისი თქმით, მაინც საგულისხმოა გაციების საშიშროების ფაქტორი. 

ამასთან, რესტორნის გენერალური დირექტორი დასძენს, რომ გახსნის პროცესი, ავტომატურად კადრების ნაწილის სამსახურში აღდგენასაც მოიაზრებს. 

ცნობისთვის, „თაშრეს“ გენერალური დირექტორის თქმით, ისინი რესტორნების საპროტესტო ღონისძიებებში არ ყოფილან ჩართულები და არც თვითნებურად გახსნას აპირებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები