მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tasteit-ი Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Tasteit გლობალური მასშტაბირების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აქსელერაციის პროგრამაში - Techstars-ში მოხვდა და 220 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. ხაზგასასმელია, რომ Techstars-ი ყოველწლიურად ათიათასობით განაცხადიდან მხოლოდ საუკეთესო 1%-ს არჩევს. სწორედ ამ აქსელერატორიდან დაიწყეს გლობალური წარმატების გზა ისეთმა გიგანტებმა, როგორიც, მაგალითად, Uber-ია.

Tasteit-ის გუნდი მომდევნო თვეების განმავლობაში კოლორადოს შტატში, ბოლდერში, Techstars-ის სათავო ოფისიდან იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ Tasteit არის სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს საჭმლის გარშემო აერთიანებს. პლატფორმას უკვე 100 000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს საქართველოში, აშშ-სა და გერმანიაში.

რას ნიშნავს ეს წარმატება ქართული ეკოსისტემისთვის, რა წვდომას ხსნის Techstars-ი გლობალურ ვენჩურულ ფონდებზე და როგორია Tasteit-ის გეგმები ამერიკულ ბაზარზე?

სტუმარი: თეო გონგლაძე - Tasteit-ის თანადამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები