მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TATA ინდოეთის შტატში $1.8 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

tata

ინდური მრავალპროფილური კონგლომერატი, Tata ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს შტატში, ტელანგანაში 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აღნიშნული თანხა შტატში Tata Technologies-ის კვლევითი და სასწავლო ცენტრების მშენებლობას მოხმარდება, რაც კვალიფიციური მუშახელის გადამზადებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ Tata-ს განცხადებამდე ზუსტად ორი დღით ადრე უმდიდრესი ინდოელი მეწარმის, გაუტამ ადანის ჰოლდინგმა ტელანგანის შტატში $1.5 მილიარდის ინვესტიციის ჩადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

შესაძლოა, Tata-სა და Adani Group-ის გადაწყვეტილებები ერთმანეთთან კავშირში იყოს და მათ მიღმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იდგეს, რომელმაც ამომრჩეველს ამ შტატში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პირობა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები