ტავ ჯორჯია 21 წლისაა - 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ავიცია სრულიად სხვა სტანდარტზე გადავიდა და ქვეყნის აეროპორტების მართვა კერძო კომპანიამ გადაიბარა.კომპანიამ ამ დროის განმავლობაში შეძლო არაერთი კრიზისის მართვა - დაწყებული მათ შორის საომარ ვითარებაში ქვეყნის სტარტეგიული ობიექტის მართვა და უხილავ მტერთან კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება. ეს ყველაფერი კი იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქვეყანაში ავიაციის განვითარებაზე და ქმნიან გარემოს, რაც მგზავრებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაში ეხმარება. როგორი იყო საქართველოში ტავ ჯორჯიას 21 წელი, ვინ არიან ადამიანები, რომელთა დახმარებითაც კომპანიამ შეძლო ქართული ავიაციის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანა და როგორია ამბიციური გეგმები?






























