TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფაერთოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხას 17 მილიონ დოლარამდე ზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე ნათქვამია, რა სამუშაოები განხორციელდა გაფართოების პროექტის ფარგლებში.
“მოფრენის ზონაში დასრულებულდა საძირკვლის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები რაც კოლონების და გადახურვის მოწყობას მოიცავს. გაფრენის ზონაში ქვაბულის მოსაწყობად მიმდინარეობს საექსკავაციო სამუშაოები; საბარგო ზონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია; სამგზავრო ტერმინალში მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად საკომუნიკაციო ქსელების განახლება“, - აცხადებენ კომპანიაში.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის ინვესტიციის საწყისი მოცულობა 10-12 მლნ დოლარს შეადგენდა, რომლის მოცულობა თავდაპირველად 14 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 - 1 500 000 მგზავრს მოემსახურება.