მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tav Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აფართოებს

BM.GE
30.06.20 11:40
808
ტავ ჯორჯია, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აფართოვებს და ის 2021 წლიდან წელიწადში მილიონ 200 ათას მგზავრს მოემსახურება. თავად გაფართოვება კი, მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც გასულ წელს 600 ათასს გადააჭარბა. აეროპორტში მიმდინარე საექსკავაციო და ფუნდამენტური მოწყობის სამუშოები გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ეკონომიკისა და მსდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობამ და ასევე საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. გარდა ამისა, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს მშენებლობის საძრკველის ჩაყრის ცერემონიალშიც.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები