მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TAV Georgia-მ ახალი ტექნიკის შეძენაში ₾3 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

6371f2da4b866
BM.GE
14.11.22 14:15
375
ახალი ტექნიკა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ახალი ტექნიკის შეძენაში 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კომპანია იტყობინება, განხორციელებული ინვესტიციით შეძენილია ბაქანზე სახმელეთო მომსახურების ტექნიკა, კერძოდ, მგზავრთა გადასაყვანი ავტობუსი; მგზავრთა ჩასხდომის ახალი კიბე; სპეციალური მანქანა თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებისთვის და ე.წ. მაღალი ჩამტვირთავი, რომელიც განკუთვნილია სატვირთო საჰაერო ხომალდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესებისთვის და უზრუნველყოფს 14 ტონამდე სიმძიმის ტვირთების მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები