თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia - ლონდონში, მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენაში - ,,WTM London 2024 ‘’ - მონაწილეობს. ღონისძიებას 40,000 ზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ესწრება მთელი მსოფლიოდან. ,,World Travel Market ’’- ზე ტავ ჯორჯია კომპანიის სტენდით არის წარმოდგენილი. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში ინდუსტრიის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.