მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV-ი ოპერირებს 29 ქვეყანაში 108 აეროპორტში – თეა ზაქარაძე TAV-ის ისტორიასა და პარტნიორებზე

647ed67df1f85
BM.GE
06.06.23 11:14
1535
TAV-ი პირველ რიგში არის ინვესტორი, – აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე. მისი თქმით, დღეს TAV-ი თავს პარტნიორებთან ერთად წარმოდგენილია მსოფლიოს 108 აეროპორტში და რამდენიმე აეროპორტის ოპერირებაზე მოლაპარაკებები ამ წუთებშიც გრძელდება.

„TAV-ის ისტორია ძალიან საინტერესოდ განვითარდა. TAV-ის დაფუძნება მოხდა 1997 წელს და პირველი აეროპორტი, რომელშიც ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ იყო სტამბოლის ათათურქის აეროპორტი. ხოლო მეორე პროექტი იყო თურქეთის დედაქალაქის, ანკარის საერთაშორისო აეროპორტი. და ჩემთვის სასიხარულოა, რომ 2005 წელს TAV-მა განახორციელა ინვესტიცია საქართველოში და TAV-სთვის საქართველო იყო თურქეთს გარეთ, ანუ საზღვრებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია და 2005 წლიდან TAV საქართველოშია.

ძალიან საინტერესოდ განვითარდა პირველი 10 წელი, რადგანაც 2000 წლიდან გაიხსნა ათათურქი აეროპორტი და 2000 წლიდან 2010 წლამდე TAV-ის მართვაში უკვე იყო 10 აეროპორტი. ეს იყო ძალიან დიდი წარმატება და სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ევროპული კომპანია ADP Aéroports de Paris დაინტერესდა, მან 2010 წელს დაიწყო მოლაპარაკებები და 2012 წელს გახდა TAV-ი ADP-ის ოჯახის წევრი.

TAV-ი მარტო თურქეთში არ ოპერირებდა და არ ოპერირებს. სტამბოლის ათათურქის აეროპორტის, ანკარის აეროპორტის, საქართველოს აეროპორტების შემდეგ იყო 2 აეროპორტი ტუნისში, 2 აეროპორტი მაკედონიაში, აეროპორტი ხორვატიაში, აეროპორტი საუდის არაბეთში. ძალიან ბევრი პროექტები გაქვს და იმის შემდგომ პერიოდში რაც უკვე გავხდით ADP-ის ოჯახის წევრი დღეისათვის TAV-ი ოპერირებს 29 ქვეყანაში 108 აეროპორტში ADP-სთან და სხვა პარტნიორ კომპანიებთან ერთად“, – ამბობს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

თეა ზაქარაძე აეროპორტების მართვის პროცესში TAV-ის პარტნიორების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღეს მსოფლიოში აეროპორტის მართვაში სულ რამდენიმე კომპანიაა და მათ ამა თუ იმ ბაზარზე ღირსებულ პარტნიორობას TAV უწევს. დღეისათვის TAV-ი მხოლოდ აეროპორტის ოპერატორი კომპანია არ არის, მას უამრავი შვილობილი კომპანია აქვს, რომელიც ავიაციის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ნაწილები არიან.

„ADP-ი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არა მხოლოდ საფრანგეთში და არის ძალიან სერიოზული ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით. ADP-ის მხრიდან იყო დაინტერესება რომ შემოსულიყო ამ ბაზარზე, ამ ლოკაციებზე, სადაც TAV-ი მართავს აეროპორტებს. ასევე არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც არიან ADP-ის პარტნიორები. რომ ჩამოვთვალოთ აეროპორტების მმართველი კომპანიები არიან: ADP-ი, TAV-ი, VINCI,რომელიც არის ADP-ი პარტნიორი, Schiphol Group-ის, რომელიც ასევე ADP-ის პარტნიორია. ანტალიაში TAV-ი არის Fraport-ის პარტნიორი.

ჩვენ ვართ დიდი მასშტაბების საერთაშორისო კომპანია.

დღეისათვის ჩვენი შვილობილი კომპანია TAV IT ცალკე არის 50 აეროპორტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია, რომ ეს არის ჩვენი ბრენდი, ჩვენი ლოგო და ჩვენ არ ვართ ლოკალურად ერთად.

TAV პირველ რიგში არის ინვესტორი, რომელიც დებს ინვესტიციას აშენებს გარკვეულ აეროპორტს. თუ საჭიროა მართავს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი რაც მგზავრს აეროპორტში სჭირდება. ვმართავთ ტერმინალებს. ტერმინალში გვაქვს სხვადასხვა სერვისები: კვების ობიექტების მართვა, დუტი ფრის მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მართვა, ასევე TAV Technologies-ი და TAV Operation Services-ი,რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომფორტისთვის. ის წარმოდგენილია სხვადასხვა აეროპორტებში თავისი ლაუნჯებით, თავისი მაღალი დონის სერვისით. გვაქვს ჩვენი Ground Handling Services, რომელიც ფლობს სხვადასხვა Ground Handling კომპანიებს. ერთადერთი რაც TAV-ს არ აქვს ეს არის თავისი სანავიგაციო სერვისები“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები