მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის მინისტრი: ავიაციის აღდგენა დავიწყე... გვინდა დრონების წარმოების განვითარება

5f60fdafd0a4c
თამთა ჯიჯავაძე
15.09.20 22:12
1827
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უწყებას დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება სურს. ამის შესახებ მინისტრმა TV Palitranews-თან საუბრისას განაცხადა.

„გვინდა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება და უფრო სერიოზული ჯავშანტექნიკის წარმოება და არა ის, რითაც სააკაშვილი ამაყობდა. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს 100%-იანი გაუმჯობესება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მომზადებულია განვითარების 10-წლიანი გეგმა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თავდაცვის ძალები 2030 წელს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სერიოზული სისტემების შესყიდვა, წელს დავამატეთ ჯაველინები, ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ გავაფორმე კონტრაქტი ისრაელის კომპანია „რაფაელთან“, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩვენი საზენიტო - სარაკეტო სისტემების მოდერნიზებასთან დაკავშირებით, სრულად მოდერნიზებული სისტემები გვექნება ერთ წელიწადში. ავიაციის აღდგენა დავიწყე, რომელიც ასევე მიტოვებული იყო, სამწუხაროდ, და არავინ არ საუბრობდა ამის თაობაზე, იქნება ეს "სუ-25“-ების თუ „მი-24“-ების, ასევე ამერიკული ვერტმფრენების სრული აღდგენა. ამას გარდა, ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა დელტაში სამხედრო მრეწველობის მიმართულებით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები