მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის ძალებიდან კადრების გადინების პროცესი თავდაყირა დადგა - მინისტრი

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქალაქ თბილისში, მახათას მთაზე, “ჯარის ქალაქში” სამხედრო მოსამსახურეებისათვის ბინების გადაცემის პროგრამამ თავდაცვის ძალებიდან კადრების გადინების პროცესი თავდაყირა დააყენა. 

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში ისაუბრა.

“წარმატებით ვახორციელებთ, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, ბინებით უზრუნველყოფის პროექტს. პრემიერის ინიციატივით, 2020 წელს დავიწყეთ ბინების მშენებლობა მახათაზე, რომელიც უკვე დავასრულეთ და, რამდენიმე დღეა, 1092 სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადავეცით.

ეს პროექტი გავხადეთ გარანტირებული, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ გადინების პროცესი, რაც გვქონდა თავდაცვის ძალებიდან, დღეს თავდაყირა დადგა. თუ იყო წელიწადში 700-800 სამხედროს გადინება ჯარიდან, დღეს 1000-ზე მეტი სამხედროს შემოდინება გვაქვს. სულ მალე მივაღწევთ იმ ნიშნულს, როდესაც მიღების პროცესში კარგსა და უკეთესს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება”, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, მახათას მთაზე სამხედროებისთვის 39 შვიდსართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც სამხედროებს საცხოვრებელი ფართის შეძენა უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით, 1 კვ.მ-ში, საშუალოდ, $100-ის ღირებულებით, შეეძლოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები