მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თავი დაანებონ 8-12-წლის წინანდელი სირთულეების გახსენებას და დაიწყონ მომავალზე ზრუნვა”

5f9e5dfea451a
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 16:43
3182
ტექნოლოგიური კომპანია “ორიენტ ლოჯიკის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი მომავალ პარლამენტსა და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. ბიზნესმენი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეეშვან დაპირისპირებას, წარსულის შეცდომებზე საუბარს და აქცენტი მომავალზე გააკეთონ.

“ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის მოლოდინი არის ის, რომ ახალი მთავრობა პირველ რიგში, იქნება კოალიციური. სურვილი მაქვს, რომ ეს კოალიციური მთავრობა იყოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული. მოთხოვნა მაქვს, საზოგადოების მხრიდან როგორც დამკვეთს, რომ ადამიანებმა და უპირატესად პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სცენ პატივი. დაანებონ თავი 8-12 თუ 14-წლის წინანდელი სირთულეების გახსენებას და დაიწყონ მომავალზე ზრუნვა. პანდემიის შემდეგ არ გვექნება ფუფუნება ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ წარსულ შეცდომებზე”, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

ბიზნესმენის სურვილია, ამომრჩევლები არჩევანს აკეთებდნენ არა - პირადი სიმპატიებით, არამედ პარტიების პროგრამებზე დაყრდნობით.

სურვილი მექნებოდა არა როგორც ბიზნესმენს, არა როგორც კომპანიის წარმომადგენელს, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქე ლევან ახვლედიანს, 4 წლის შემდეგ გაცილებით სხვა ტიპის ღირებულებები მქონდეს შესაფასებელი, ვიდრე - დღეს; გაცილებით უფრო ლოგიკური იყოს იმ პერიოდისთვის იმ კანდიდატების მიერ წარდგენილი პროგრამები, ვიდრე დღეს. ყველა ვხედავთ, რომ დღეს პროგრამების ნაწილში მოვიკოჭლებთ და ვირჩევთ პერსონალური სიმპატიების მიხედვით.

ვისურვებდი, რომ 4 წელიწადში საზოგადოებაც გავიზარდოთ იმდენად, რომ არ ვუყურებდეთ პოლიტიკას როგორც აქსესუარს, ამას აღვიქვამდეთ ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად და ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ძალის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე, რადგან ეს ადამიანები სწორედ ჩვენი არჩეულები არიან და ჩვენი არჩეულები უნდა იყვნენ მომავალ არჩევნებზეც.

შესაბამისად, ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები ითვალისწინებდნენ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოების დაკვეთა კი არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული საკითხების დაყენება და არა კამათი და ერთმანეთის სიძულვილი”, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები