მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავი დამანებეთ" - ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურში დანიშვნაზე

5e425870206ca
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.20 11:33
3021

პარლამენტიდან წასული "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის - შპს "გარდაბნის თბოსადგურის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია BMG-ს თბოსადგურის მფლობელ ორგანიზაცია - "ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" (GOGC) დაუდასტურეს. 

ამასთანავე, GOGC-ში ამბობენ, რომ დირექტორის მოადგილის პოსტზე ქუცნაშვილი კონკურსის გარეშე დაინიშნა. 

თავად ზაქარია ქუცნაშვილი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ის საჯარო მოხელე აღარაა და არაა ანგარიშვალდებული, უპასუხოს მის ახალ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

"კერძო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ გარდაბნის თბოსადგური, თავი დამანებეთ. კერძო სამართლის იურიდიული პირია, არავითარი კანონი არ მავალდებულებს რომ კომენტარი მოგცეთ", - ამბობს ქუცნაშვილი. 

შპს "გარდაბნის თბოსადგური" გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოსადგურს მართავს. მისი მფლობელები 49.092%-იანი წილით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – "საპარტნიორო ფონდი" და 50.908%-იანი წილით "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" არიან. 

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც პარლამენტიდან წასული "ქართული ოცნების" დეპუტატი სახელმწიფო კომპანიაში აღმასრულებელ თანამდებობაზე დასაქმდა. 2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ვანო ზარდიაშვილი "სახელმწიფო ელექტროსისტემის" შვილობილ საწარმოში - "ენერგოტრანსში" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები