მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანის მუდმივი ვალდებულებაა” - პიტერ ფიშერი

გერმანის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, მედიასთან აცხადებს, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია თითოეული ჩვენგანის მუდმივი ვალდებულებაა - პიტერ ფიშერი ერთ-ერთია იმ დიპლომატთაგან, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან, ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგ, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

„პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე.

თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, როგორც ჩვენ გერმანიაში. და თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანის მუდმივი ვალდებულებაა”, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ანტისაბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები