თბილისში, თავისუფლების მოედანზე რესტორანი “თავისუფლება” გაიხსნა. ობიექტი ქართულ, ევროპულ და აზიურ სამზარეულოს აერთიანებს.
როგორც bm.ge-სთან რესტორნის თანადამფუძნებელი ნიკა გარუჩავა აღნიშნავს, ობიქტი როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სტუმრებზეა გათვლილი, თუმცა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გათვლას ტურისტებზე აკეთებენ.
მისივე თქმით, გარდა კერძებისა რესტორანში მომხმარებლს განსხვავებულ დესერტებსაც სთავაზობენ, რომელსაც “თავისუფლებისთვის” ფრანგი კონდიტერი ქმნის.
“რესტორნის გახსნის იდეა პანდემიის პერიოდში გაგვიჩნდა. იდეაზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. შევქმენით “თავისუფლება”, რომელიც ქართულ, ევროპულ და აზიურ სამზარეულოს აერთიანებს. ჩვენი მთავარი პრინციპია რესტორანში სახლური გარემო იყოს, ამასთან მომხმარებელს ძველი გემოები გავახსენოთ.
ეს ოჯახური ბიზნესია. ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ, მათ შორის, დიზაინი. რაც შეეხება გამოწვევებს, კადრების პოვნა საკმაოდ რთული იყო, თუმცა შევძელით და ძირითადი გუნდი შევკარით” - ამბობს “თავისფულების” თანადამფუძნებელი.