მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიება დასრულდა

სს

თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

მანამდე ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. გულშემატკივართა ნაწილი მათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა.

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ეფექტურად გამოსვლის შემდეგ, სამშობლოში დილით ჩამოფრინდა. აეროპორტში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები