მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა - მერია

646778d8d0a51
BM.GE
19.05.23 17:22
1082
თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი - ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება", - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები